Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია "ფილიპო ტომაზო მარინეტის მემკვიდრეობა ლიტერატურაში, ხელოვნებასა და კულტურაში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის იტალიანისტიკის მიმართულება 2026 წლის 23 ოქტომბერს გამართავს სამეცნიერო კონფერენციას „ფილიპო ტომაზო მარინეტის მემკვიდრეობა ლიტერატურაში, ხელოვნებასა და კულტურაში”, რომელიც მიეძღვნება იტალიური ფუტურიზმის მანიფესტის ავტორისა და მთავარი წარმომადგენლის - ფილიპო ტომაზო მარინეტის (Filippo Tommaso Marinetti, 1876- 1944) დაბადებიდან 150 წლისთავს.

თემატიკა:

 

  • ავანგარდიზმის ჩამოყალიბება და განვითარება
  • იტალიური ლიტერატურათმცოდნეობის საკითხები
  • იტალიური ენათმეცნიერების საკითხები
  • იტალიური ენის სწავლების საკითხები
  • იტალიურიდან თარგმანის საკითხები
  • იტალიური ხელოვნების საკითხები

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
რეგლამენტი:
მოხსენება – 20 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;


მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2026
 თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 18 სექტემბერი, 2026
 ქართულენოვანი თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა; ინგლისურენოვანი
თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა (დანართში იხ. თეზისების გაფორმების
წესი)

maiajava@yahoo.com

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასწორად გაფორმებული და დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.

კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოიცემა კონფერენციის შრომების კრებული, რომელიც განთავსდება თსუს რეპოზიტორსა და ResearchGate-ის ბაზაში.

 

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

 

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word-სა და  იდენტური შინაარსის შემცველ  PDF-ში) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

1.      ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;

2.      თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;

3.      ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

4.      ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

5.      თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;

6.      3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;

7.      ფორმატი — A4

8.      შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)

9.      თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

10.  ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

11.  თეზისის მოცულობა:  300-300 სიტყვა.

12.  თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

 

  • ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ბოლოს — საკვანძო სიტყვები.
თარიღი: 05/05/2026